„ზოგისთვის ფოტოგრაფია, მხოლოდ აღბეჭდილი კადრია ან შეჩერებული წამი, მოგონებაა… ჩემთვის, ისტორია თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავალით. ყველა ჩემი ფოტო ასე იქმნება. ყოველი კადრი ჩემი ცხოვრების ესა თუ ის პერიოდია. მე, ვყვები ამბავს”…

ID 

ოფიციალური სახელი: ანა გოგუაძე

ნამდვილი: ანია, ასე უფრო ახლო და თბილია, ყველა ასე იცნობს.

დაბადების თარიღი: 08.08.1987

პროფესია: ფოტოგრაფი

დაიწყო: ნახატებით, ამბებით, რომელსაც ხატავდა, მერე ამბებმა ქაღალდი არ იკმარეს და ფირზე გადაინაცვლეს

არ უყვარს: როცა  მანიპულირებენ, ნებისმიერი ხერხით და ნებისმიერ სფეროში;

უყვარს: პოზიტიური, უანგარო ადამიანები.

ნამდვილი სუსტი წერტილი: The Beatles!

ცხოვრების წესი: მუსიკა – განუყოფელი ნაწილი, ყველა ნამდვილი საქმე სწორედ მუსიკის თანხლებით იქმნება. თეატრი – სცენაზე ასახული სხვადასხვა სამყარო, ფერადი ან სევდიანი, ახალი და საინტერესო, უკვე ნაცნობი და საყვარელი. წიგნები – დროსა და სივრცეში მოგზაურობის ბილეთი აღმოჩენების ადგილამდე.

უფიქრია: რა ფერად შეღებავდა ცას?!

„ანიკოს“ ყავს ახლობელი: ნოდარ დუმბაძე

დიდი სიყვარული: მზის ფესტივალი.  ყოველი დღე არის მომავლის, თუმცა არის წელიწადში ერთი დღე, როდესაც ყველა ბავშვი მზის ქალაქში იკრიბება – პირველ ივნისს ყველა თავის ბედნიერებას ირჩევს და აღნიშნავს, ყველა თავის მზეს პოულობს.

გეგმა: ამერიკის ვიზა, რადგან არ არსებობს არაფერი მიუღწეველი.

მიზანი: მზიური ქალაქი სუნთქავდეს მთელი წელი, სითბოთი და ჟრიამულით, ბავშვებით სუნთქავდეს, უწყვეტად პირველი ივნისიდან პირველ ივნისამდე.

ბედნიერებაა: როცა გაქვს მიზანი და კონკრეტული გეგმა, სამყაროს თავისუფლად და უანგაროდ უღიმი, როცა ხედავ მზეს და სხვებისთვის მისი გაზიარება შეგიძლია.

 

 

გამოცდილება

2004 წელი –  ბარი-გალერეა „სახლი“ გამოფენა.

2004 წელი  – ფოტოკონკურსი „ფოტოგაზაფხული 2004“, დიპლომი საუკეთესო ნამუშევრისთვის, ჟანრი – პორტრეტი.

2005 წელიპერსონალური გამოფენა. ლიტერატურულ კაფეში – ფოტოები, კომპიუტერული გრაფიკა.

2006 წელი„მზის ფესტივალი“, იდეის ავტორი და ორგანიზატორი. პროექტი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს 2006 წლიდან  იმართება „მზიურში“.

2007 წელიფოტოკონკურსი „მე ადამიანი“. დიპლომი საუკეთესო პორტრეტისთვის „ცნობილი ადამიანი“ – გიორგი გვახარიას პორტრეტი.

2008 წელი –  პერსონალური გამოფენა „ფერები-მონაფერები“, კინოთეატრი „ამირანი“.

2009 წელი –   გამოფენა-აქცია „მე ანია“, ივენთ ჰოლი.

2010 წელი – ფოტოგამოფენა „ფადო“, მუსიკალური ფოტოექსპერიმენტი ნინო ბაშარულთან ერთად.

2011 წელი – სოციალური ფოტოპროექტი „გახდი ჩემი-ანი“.

2013 წელი – გაეროს მოსახლების ფონდის ფოტოკონკურსი, დიპლომი, პროგრამა – „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“.