“გახდი ჩემი-ანი”

avtandilcqvitinidzeსტუდიად გადაკეთებულ ბინაში სარკმელი დადგეს, მასიური ჩარჩოთი და თეთრი ფარდით. სპეციალური მანათობლები სარკმელს შიგნიდან ანათებენ. ღია ფანჯრიდან ორნი იხედებიან, სამყაროში, რომელიც უამრავი შესაძლებლობების განხორციელებისთვის შეიქმნა. ფოტოპროექტი სახელწოდებით „გახდი ჩემი-ანი“ გადაცემა “ნანუკას შოუს” და კომპანია “ჯეოსელის” მხარდაჭერით განხორციელდა. ანა გოგუაძის იბიექტივში საზოგადოებისთვის ცნობილი 10 ადამიანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მოხვდნენ, რომელთა ყოველდღიურობა განსხვავდება თანატოლებისგან და ეს განსხვავება ხელოვნური ბარიერებით იქმნება. ისინი ქალაქში გადაადგილდებიან, სკოლის შემდეგ საყვარელ კაფეში ნაყინსა და ტკბილეულს მიირთმევენ, საღამოს კი, კინოსა და თეატრში მშობლებთან ან მეგობრებთან ერთად მიდიან. თუმცა ეს მხოლოდ წარმოსახვითი გადაადგილებაა, რადგანაც სარკმლის მიღმა ასეთ ლამაზ დღეებს მხოლოდ წარმოიდგენენ და ვერ განიცდიან. მიზეზი კი უამრავია – კიბეები, რომლებსაც თავისუფლად ვერ აივლიან, აწეული ზღურბლი, როემლსაც ეტლით ვერ გადაივლი. ანა გოგუაძის მიერ სარკმლის მიღმა გადაღებული სამყარო გიამბობთ თუ როგორ შეიძლება ფანჯრებს არ ქონდეთ გამსაზღვრელი ჩარჩო სამყაროსთან, ურთიერთობა ამოძრავებს მსოფლიოს და ისეთი წვრილმანი, როგორიც კიბეა ჩვენი ხელისშემშლელი არ უნდა იყოს, ჩვენი სამყაროს მოძრაობას არ უნდა აფერხებდეს. ქალაქში გამოფენილი ბანერები გზავნილია – ვიყოთ სამყაროსთვის ერთი-ანი, რათა ხვალ სარკმლის მიღმა მყოფმა ბავშვებმა შეძლონ გამოაღონ კარი.

“მე-ანია”

coversmall12009 წლის 3 დეკემბერს განახლებული საკონცერტო დარბაზის კარები გაიღო და პრეზენტაციაზე მოსულმა საზოგადოებამ იხილა კიბეების გასწვრივ შექმნილი პანდუსები და 21 ფოტო – ცნობილი ქართველი მოდელები ავთო ცქვიტინიძის კოსტიუმებში, ეს იყო გამოფენა-პერფორმანსი, რომელმაც თავის არსში ამ პანდუსების დანიშნულების არამარტო დანახვის, არამედ გაგების როლი იტვირთა. ანა გოგუაძის პირველი მასშტაბური პროექტი სახელწოდებით „მე-ანია“ ფოტოხელოვანის მთავარ სათქმელს ასახავდა – სურვილები, მოსაზრებები, გრძნობები, ემოციები და სილამაზე არ იზღუდება, იზღუდება მხოლოდ მათი გამოხატვის თავისუფლება, ხელოვნური ბარიერებით ადამიანებამდე მისვლის და მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა. იყო თავისუფალი ნიშნავს არაფერმა შეგზღუდოს, მით უმეტეს თუ ეს უხილავი სტერეოტიპებია. საკონცერტო დარბაზში დამონტაჟებული პანდუსები რეალობად ქალაქში უნდა გადაქცეულიყო, სხვადასხვა დაწესებულებებთან და გადაადგილებისათვის აუცილებელ ზონაში ადაპტირებული გარემოს შექმნა სახელმწიფოს მოვალეობაა, არა კეთილი საქმე ან ქველმოქმედება, არამედ კონკრეტული პასუხისმგებლობა, რადგანაც საზოგადოებაზე ზრუნვა მათი საქმიანობაა, ხოლო საზოგადოების რომელ წევრს დასჭირდება ხვალ აღნიშნული ადაპტირებული გარემო არავინ იცის. 2009 წელს სწორედ ფოტოპროექტი იქცა ბიძგად, რომ ქალაქში აღნიშნული პასუხისმგებლობა როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო კომპანიებს გაეთავისებინათ და ეტაპობრივად, ნელი ნაბიჯებით გარემოს ადაპტირება დაეწყოთ.

“ფადო”

8ათენმა შექმნა სკულპტურა, რომმა დანერგა სამართალი, პარიზმა გამოიგონა რევოლუცია, ხოლო ლისაბონმა მსოფლიოს აჩუქა – ფადო. ტრადიციული პორტუგალიური მუსიკა მარტოობის, ნოსტალგიის, სევდისა და სიყვარულის ნაზავია, რომელსაც პორტუგალიელები განსაკუთრებულ შეგრძნებას „საუდადს“ უწოდებენ. ფადო პორტუგალიური თორმეტსიმიანი გიტარის თანხებით სოლოდ სრულდება. მუსიკალური ფოტოპროექტის იდეა ნინო ბაშარულის მიერ შესრულებული ფადოს მოსმენის შემდეგ გაჩნდა. ანა გოგუაძემ ფოტოსერია შექმნა – ქალზე, რომელსაც უყვარს. ერთ-ერთი ვერსიით სიტყვა ფადოს ლათინური საწყისი აქვს, ფატუმიდან, ანუ ბედისწერიდან მომდინარეობს. ანა გოგუაძის ფოტოებზეც ბედისწერაა გამოსახული, რომლის შეცვლა არ არის დამოკიდებული მარტო შენზე, ამიტომ ვეძებთ ყველა სიყვარულს – მეორე ადამიანს, რომელიც ბედისწერის წაკითხვაში დაგვეხმარება და მის არსებობას დაგვიდასტურებს.

“ფერები-მონაფერები”

3თუ ადამიანი თვალებს დახრის, დააკვირდით მის ხელებს, თუ როგორ მოძრაობენ, ერთმანეთთან როგორ ურთიერქმედებენ და თქვენ მიხვდებით, რომ ადამიანის სულის სარკე მარტო თვალები არ არის, ხელებიც ბევრს გვიამბობენ. ფოტოსერიისთვის „ფერები-მონაფერები“ ფოტოგრაფმა ორი მეტყველი არსი გააერთიანა – ხელები და ფერები, სპონტანურად გადაღებული თითოეული კადრი სხვადასხვა ემოციას გადმოსცემს, იმას, რასაც მათი მფლობელები ამა თუ იმ სიტუაციაში განიცდიან.
წითელი – ვიმოქმედოთ, ერთმანეთის გარეშე ვერ გავძლებთ;
ვარდისფერი – მე ვზრუნავ შენზე;
შავ-თეთრი – ჩვენ განვსხვავდებით და ვავსებთ ერთმანეთს;
ნარინჯისფერი – უნდა ავფეთქდე.
ხელები სითბოსთან ასოცირდება, ჩვენი ცხოვრება იწყება დედის მზრუნველი ხელიდან და შემდეგ სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ალერსით გრძელდება. და თუ თვალები სულის სარკეა, მაშინ ხელები ამ სულის გამტარია. ამიტომ ორიგინაურ ფორმასთან ერთად გამოფენას საქველმოქმედო დატვირთვაც ჰქონდა, ხელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ისიცაა, რომ ის სხვას გაუწოდო, როცა მას ეს ჭირდება.